საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქუვეითის ემირი შეიხი საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

3.12.2018 მისმა უმაღლესობამ ქუვეითის ემირმა შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა თავის მისალოც წერილში საქართველოს ახალ არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და  წარმატებები, ჯანმრთელობა და ორ მეგობარ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი განვითარება უსურვა.

საქართველოს პრეზიდენტს ანალოგიური მისალოცი წერილები გაუგზავნეს ქუვეითის ტახტის მემკვიდრემ მისმა უმაღლესობამ შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა და ქუვეითის პრემიერ-მინისტრმა მისმა უმაღლესობამ შეიხ ჯაბერ მუბარაქ ალ-ჰამად ალ-საბაჰმა.