საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანის შეხვედრა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან

24.09.2018 .ნიუ-იორკი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო- გენერალური ასამბლეის 73- სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანთან .

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორგანიზაციასა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული აქტიური თანამშრომლობა. დადებითად შეფასდა არაბულ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.
 
მხარეები მიესალმნენ ყურის ქვეყნების სახელმწიფოების - საუდის არაბეთის და გაერთიანებული საემიროების მხრიდან საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას, რაც ხელ შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
 
მინისტრმა და გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვეს არაბულ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის კარგ დინამიკას და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მხარეებმა გააგრძელონ მუშაობა ამ მხრივ არსებული  პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად.
 
ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ მიმდინარე წლის ნოემბერში ყურის ქვეყნებისა და საქართველოს პირველი ბიზნეს ფორუმის გამართვას. კმაყოფილება გამოითქვა ყურის ქვეყნების წამყვანი ავიაკომპანიების საქართველოში საქმიანობის გამო, რამაც ხელი შუწყო არაბული სახელწმიფოებიდან ვიზიტორების მნიშვნელოვან ზრდას.
 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარადჭერისთვის და დადებითი შეფასება მისცა საერთაშორისო ფორმატებში არსებულ თანამშრომლობას. ​