საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის დამყარდა 1992 წლის 20 ოქტომბერს.

საქართველოს ელჩები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში:

  • როლანდ ბერიძე - (რეზიდენციით ქ. ქუვეითი) 20.06.2014-დღემდე
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (რეზიდენციით ქ. ქუვეითი -17.04.2009 - 31.10.2012)
  • გოჩა ჯაფარიძე (რეზიდენციით ქ. ქუვეითი) (01.01.2007-16.04.2009),
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (რეზიდენციით ქ. ამანი) (06.09.2004-01.01.2007).

თანამშრომლობის სფეროები

– ხორციელდება პოლიტიკური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;

– მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის საქმეში თეორიულ-პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებისთვის შეღავათიანი და გამარტივებული სავიზო რეჟიმების დასაწესებლად სამართლებრივი ბაზის შემუშავების მიზნით;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობისთვის სამართლებრივი ბაზის შემუშავების მიზნით;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისთვის სამართლებრივი ბაზის მომზადების მიზნით;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საკითხების მოსაწესრიგებლად სამართლებრივი ბაზის მომზადების მიზნით.

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2011-2018 წლებში (მილიონი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2018

5.17

21.63

2017

37.44

144.75

2016

32.01

138.28

2015

28.1

212.8

2014

28.1

198.9

2013

69.9

184.5

2012

9.7

35.2

2011

40.0

226.4


სავაჭრო
ბრუნვა 2000-2008 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

591.4

9,774.5

2001

1,254.2

8,242.9

2002

2,065.0

6,239.2

2003

1,011.3

19,834.5

2004

2,786.7

46,710.8

2005

3,942.8

72,988.2

2006

22,877.5

109,124.1

2007

18 638.0

214 721.0

2008

11 228.6

272 665.9


არაბთა
გაერთიანებული საემიროების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები (მილიონი აშშ დოლარი):

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

55.5

52.4

24.4

62.0

- 2.5

11.1

0

67.72


არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები (ათასი აშშ დოლარი):

2003

2004

2005

2006

2007

2008

291.0

-

280.5

422.6

130 858.7

306 576.0

საქართველოდან განხორციელებული ვიზიტები:

– 2007 წლის 14-18 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2007 წლის 17 - 21 სექტემბერი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2008 წლის - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2008 წლის 13–15 თებერვალი – საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბატონი ვლადიმერ გურგენიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2008 წლის 21–23 აპრილი – საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბატონი ვლადიმერ გურგენიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2009 წლის 26-28 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2009 წლის 31 ოქტომბრი – 2 ნოემბრი - საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2010 წლის 12-15 თებერვალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2010 წლის 26-27 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

– 2010 წლის 19 ივნისი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

- 2010 წლის 23–25 ნოემბერი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ქალბატონი რუსუდან კემულარიას სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთაინებულ საემიროებში;

- 2014 წლის 16-17 სექტემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;

- 2016 წლის 11-12 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

- 2018 წლის 9-11 აპრილი - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

- 2018 წლის 10-11 აპრილი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან განხორციელებული ვიზიტები:

- 2009 წლის 20 ივნისი - არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის მისი უმაღლესობა შეიხ აბდალა ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანის ვიზიტი საქართველოში, ქ.ბათუმში.

- 2017 წლის 17-18 ივლისი - არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მისი უმაღლესობა შეიხ აბდალა ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ქ.თბილისში.

სამართლებრივი ბაზა:

– "შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ"; ხელი მოეწერა 2010 წლის 23 ნოემბერს;

- საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება; ხელი მოეწერა 2017 წლის 17 ივლისს, თბილისში;

- საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი; ხელი მოეწერა 2017 წლის 17 ივლისს, თბილისში (ძალაში შესვლის თარიღი 23.08.2017).