საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დამყარდა 1993 წლის 16 მარტს.

საქართველოს ელჩი კატარის სახელმწიფოში (რეზიდენციით ქ. ქუვეითი):

  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (17.04. 2009-დღემდე).
  • გოჩა ჯაფარიძე (01.01.2007- 16.04.2009)

თანამშრომლობის სფეროები

– ხორციელდება პოლიტიკური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის განსახორციელებლად სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის შეღავათიანი და გამარტივებული სავიზო რეჟიმების დასაწესებლად სამართლებრივი ბაზის შემუშავების მიზნით;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობისთვის სამართლებრივი ბაზის შემუშავების მიზნით.

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2000-2008 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

-

-

2001

-

-

2002

-

-

2003

2

-

2004

-

-

2005

149

-

2006

1.0

-

2007

-

10

2008

528

74.1

საქართველოდან განხორციელებული ვიზიტები:

– 2008 წლის 30 ნოემბერი – 2 დეკემბერი – საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

– 2009 წლის 4-5 ნოემბერი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

– 2009 წლის 8-9 დეკემბერი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი ივანე მერაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

– 2010 წლის 24-25 თებერვალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

- 2011 წლის 14–15 თებერვალი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ქალბატონი ვერა ქობალიას ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

– 2011 წლის 20–21 თებერვალი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

არსებული სამარლებრივი ბაზა:

საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ხელმოწერილია შემდეგი დოკუმენტები:

– შეთანხმება „დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ"; ხელი მოეწერა 2009 წლის 4 ნოემბერს ქ.დოჰაში;

– შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს შორის შემოსავლებზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ"; ხელი მოეწერა 2010 წლის20 დეკემბერს ქ.დოჰაში;