საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის

ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის დამყარდა 1992 წლის 3 სექტემბერს.

საქართველოს ელჩები ქუვეითის სახელმწიფოში:

  • როლანდ ბერიძე (20.06.2014 - დღემდე)
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (17.04.2009-31.10.2012).
  • გოჩა ჯაფარიძე (01.01.2007- 16.04.2009),
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (06.09.2004-01.01.2007).

თანამშრომლობის სფეროები

– ხორციელდება პოლიტიკური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის ინვესტიციების დაბანდებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სამართლებრივი ბაზის მომზადების მიზნით;

– მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის განსახორციელებლად სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით;

– დამყარდა აქტიური კონტაქტი ქუვეითის ფონდთან, ქუვეითის საინვესტიციო საზოგადოებასთან და სავაჭრო პალატასთან. მოხდა ქუვეითის ფონდის მიერ თანხმობის მიცემა თბილისის გზების რეაბილიტაციის 17-მილიონიანი პროექტის დასაფინანსებლად;

– განხილვის სტადიაშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, მათ შორის საქართველოში 12-კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობა (29 მლნ დოლარის ღირებულების), ტურიზმის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სხვა, რომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა ქუვეითის მხარესთან.

– საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის 2007 წლიდან მოქმედებს გამარტივებული სავიზო რეჟიმი;

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2000-2008 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2017

80.0

5.0

2000

0.1

-

2001

-

1.1

2002

2.4

-

2003

12.0

-

2004

-

58.9

2005

-

35.9

2006

-

234.1

2007

-

850

2008

4.0

1 805.5

საქართველოდან განხორციელებული ვიზიტები:

– 2006 წლის 17-18 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;

– 2007 წლის 17–18 თებერვალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;

– 2007 წლის 17–20 აპრილი – სრულიად საქართველოს პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II–ის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;

– 2009 წლის 13-15 ოქტომბერი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;

– 2009 წლის 21-22 დეკემბერს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;

– 2010 წლის 1-3 თებერვალი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი ივანე მერაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში.

– 2010 წლის 16-17 თებერვალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში.

– 2010 წლის 31 მაისი - ორმხრივი კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის;

– 2010 წლის 22-24 ივნისი - საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;

- 2010 წლის 23 ნოემბერი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბატონი ალექსანდრე ხეთაგურის სამუშაო ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში;

- 2016 წლის 25 იანვარი, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-2 რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის;

- 2016 წლის 23-25 მარტი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში.      

- 2018 წლის 12-13 თებერვალი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი
ქუვეითის სახელმწიფოში.

ქუვეითიდან განხორციელებული ვიზიტები:

- 2006 წლის 14 სექტემბერი - ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის მისი უმაღლესობა შეიხ ნასერ მუჰამად ალ-აჰმედ ალ-საბაჰის ვიზიტი საქართველოში.

- 2015 წლის 9-14 აპრილი - ქუვეითის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში.

სამართლებრივი ბაზა

საქართველოსა და ქუვეითს შორის ხელმოწერილია შემდეგი ორმხრივი დოკუმენტები:

– შეთანხმება საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სტატუსის შესახებ(16.07.2003);

– შეთანხმება საჰაერო მომსახურების შესახებ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის (26.11.1996);

– ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის (21.11.1996);

– შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შეასახებ (13.10.2009);

– შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ (13.10.2009);

– ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ (31.05.2010);

– შეთანხმება თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის დაარსების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის (31.05.2010);

- შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ (25.01.2016).

- ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საუდ ალ-საბაჰისდიპლომატიურ სასწავლებელს შორის საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ (25.01.2016).