საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში 

როლანდ ბერიძე

დაბადების თარიღი: 12 სექტემბერი 1959

დაბადების ადგილი: რუსთავი, საქართველო

ბიოგრაფია

1981 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი ინგლისური და ესპანური ენების სპეციალობით

2002 - დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ) მიღებული აქვს საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი

1983-1990 - მეორე მდივანი, გადაყვანილი იქნა პირველი მდივნის თანამდებობაზე საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საინფორმაციო დეპარტამენტში

1990-1992 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპრტამენტის დირექტორის მოადგილე

1992-1997 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპრტამენტის დირექტორი

1997-2001 - მრჩეველი (საკონსულო საკითხებში), საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში

2002-2003 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი

2003-2014 - ,,Georgian Airways''- ის გენერალური დირექტორის მოადგილე

როლანდ ბერიძეს 2016 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი ფლობს ქართულ ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.