საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს, 2021-2025 წლების ვადით. არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში,  ორგანიზაციის ევროპის კომისიის 66-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
 
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და UNWTO-ს მმართველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.
 
როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრს, საქართველოს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება.
<აგვისტო 2021>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

Elections

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal