საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითში კონსტანტინე ჟღენტმა საელჩოში გამართა შეხვედრა ქუვეითის ყოველკვირეული ინგლისური გაზეთის „The Times”-ის პასუხისმგებელ რედაქტორთან

2021 წლის 30 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითში კონსტანტინე ჟღენტმა საელჩოში გამართა შეხვედრა ქუვეითის ყოველკვირეული ინგლისური გაზეთის „The Times”-ის პასუხისმგებელ რედაქტორთან რევან დ’სოუზასთან.

გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 და საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საქართველოს გზას ევროატლანტიკური გაერთიანებისაკენ. გარდა ამისა საუბარი შეეხო საქართველო-ქუვეითის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ურთიერთობების, ორი ქვეყნის ხალხთა შორის კონტაქტების განვითარების საკითხებს.