საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე ჟღენტის შეხვედრა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან ევროპის საკითხებში ბატონ ვალიდ ალ-ხობეიზისთან

21.01.2020 გაიმართა ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე ჟღენტის, შეხვედრა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან ეროპის საკითხებში (დეპარტამენტის დირექტორი) ბატონ ვალიდ ალ-ხობეიზისთან.

შეხვედრისას განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ერთობლივი ინტერესის სფეროებში შემავალი და რეგიონის პოლიტიკის აქტუალური საკითხები.

საუბარი შეეხო ბატონ ალ-ხობეიზის მომავალ ვიზიტს საქართველოში, სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების გაგრძელების მიზნით.