საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვგმობთ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების თაობაზე

20.12.2019 - თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.
 
„ჩვენ ვგმობთ  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში დატოვების თაობაზე. ჩვენ მაქიმალურად ავამოქმედებთ ყველა საერთაშორისო სტრუქტურას, ყველა საერთასორისო ორგანიზაციას. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი დაკავება იყო გამიზნული პროვოკაცია. ჟენევის თანათავმჯდმომარეებთან ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება და ყველა ღონეს ვიხმართ რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ეს არის კადეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, საერთაშორისო სამართლის ნომრების დარღვევა და მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა მექანიზმი. დაუყონებლივ განვახორციელებ სატელეფონო ზარს პირველ რიგში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, მათ შორის ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ევროკავშირთან, ასევე გაეროსთან“ - განაცხადა მინისტრმა.
 
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მართალია საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, ამოქმედებულია ყველა ბერკეტი, მათ შორის განიხილება ყველა სამართლებრივი განზომილების ამოქმედების შესაძლებლობაც. მიმდინარეობს კონულტაციები როგორც პარტნიორებთან, ასევე გაფრინაშვილის ოჯახთან.