საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული პროდუქციის გამოფენა ქუვეითის საამშენებლო ექსპო Baytak 2019-ზე

18.12.2019 ქუვეითში გამართულ საამშენებლო ექსპო Baytak 2019-ზე თანამედროვე ტიპის დეკორატიული კარის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია Bello-მ ადგილობრივ და საერთაშორისო დამთვალიერებლებს თავისი პროდუქციის ფართო სპექტრი წარუდგინა. პროდუქტი უკვე იყიდება ქუვეითის ბაზარზე. საამშენებლო ექსპო Baytak 2019 გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობა მიიღო საელჩოს მრჩეველმა იოსებ გამგონიძემ.