საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქუვეითში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

24.09.2018 ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო Crowne Plaza-ში საქართველოს პრველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა როლანდ ბერიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საიუბილეო თარიღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიულ საწყისებს. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და იდეების ერთგულ ქვეყანას წარმოადგენს.
 
როლანდ ბერიძემ მადლობა გადაუხადა ქუვეითის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი  მხარდამჭერი პოზიციის გამო.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტო-გამოფენა - ,,100 Years of Georgia’s First Democratic Republic’’ და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა’’ ჩვენება. ასევე, მიღებაზე წარმოდგენილი იყო  საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალის ამსახველი ბროშურები.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუვეითის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.