საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე და რომლებსაც არ გაუვლიათ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, საარჩევნო მიზნებისთვის, საშუალება აქვთ, 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში ან/და გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, ან პირადობის მოწმობა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საკონსულო სამსახურის ვებ-გვერდზე.

https://youtu.be/XkQ1vc_qw1U

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საზღვარგარეთ სათანადო დონეზე ჩატარება.

იხილეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფრომაციო ბროშურა:

http://mfa.gov.ge/BlankSite/media/fi/pdf.pngსაინფორმაციო ბროშურა

 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკოსნულო სამსახურის ვებ გვერდზე:

https://geoconsul.gov.ge/